Friday, 5 June 2020

კათედრის სხდომა #5

2020 წლის 5 ივნისს პლატფორმა Microsoft Teams-ის გამოყენებიტ ჩატარდა დისტანციური კათედრის სხდომა #5


დისტანციურ სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები:
1.    ბესიკ მაჩიტაძე -  კათედრის თავმჯდომარე , გეოგრაფიის მასწავლებელი
2.    მურმან სურმავა - კათედრის მდივანი, გეოგრაფიის მასწავლებელი
3.      ზინა ბუბუტეიშვილი - ისტორიის მასწავლებელი
4.      გიგა ბასილაძე - ისტორიის მასწავლებელი
5.      ქალთამზე მელქაძე - სამოქალაქო განათლება
6.      ვალერი კიკალიშვილი - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

დღის წესრიგი:

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ შესაბამისად შემდეგი საკითხების განხილვა:
  1. მუხლი  564. 34-ე მუხლით  ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი  რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები.
  2. მუხლი  566. საგნების მიხედვით სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის განსაზღვრა.

I საკითხთან დაკავშირებით დაადგინეს: საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაში შემავალ საგნებში წლიური ქულების გამოანგარიშება მოხდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ- ის მუხლი  564. 34-ე მუხლით  ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი  რეგულაციებისგან განსხვავებული პირობების „ბ“ პუნქტის შესაბამისად:


ბ) მოსწავლის 2019-2020   სასწავლო   წლის I  სემესტრის    ქულის    და 2019-2020   სასწავლო   წლის II სემესტრის  პირველი   ექვსი  კვირის   განმავლობაში გავლილი  პროგრამის  და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით  ცოდნის  შეფასების (იმ შემთხვევაში,  თუ  სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის  შესაძლებლობა) საფუძველზე  მიღებული შეჯამებული     ქულის       საშუალო      არითმეტიკული (დამრგვალებული       მთელის      სიზუსტით).

II საკითხთან დაკავშირებით დაადგინეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ- ის მუხლი  566. -შესაბამისად საგნების გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების რაოდენობად ყველა კლასში (X, XI, XII კლასებში) განისაზღვროს - ერთი შემაჯამებელი დავალება.

No comments:

Post a Comment

წლიური ანგარიში

   2023 წლის 21 ივლისს კათედრის წევრებმა დირექციის წინაშე ინდივიდუალურად მოვახდინეთ 2022-2023 სასწავლო წლის ანგარიშის პრეზენტაცია.     პრეზე...