2020 წლის 5 ივნისს პლატფორმა Microsoft Teams-ის გამოყენებიტ ჩატარდა დისტანციური კათედრის სხდომა #5
დისტანციურ სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის წევრები:
1. ბესიკ
მაჩიტაძე - კათედრის თავმჯდომარე , გეოგრაფიის მასწავლებელი
2. მურმან
სურმავა - კათედრის მდივანი, გეოგრაფიის
მასწავლებელი
3.
ზინა ბუბუტეიშვილი - ისტორიის მასწავლებელი
4.
გიგა ბასილაძე - ისტორიის მასწავლებელი
5.
ქალთამზე მელქაძე - სამოქალაქო განათლება
6.
ვალერი კიკალიშვილი - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება
დღის
წესრიგი:
საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ შესაბამისად შემდეგი
საკითხების განხილვა:
- მუხლი 564. 34-ე მუხლით ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები.
- მუხლი 566. საგნების მიხედვით სავალდებულო
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის განსაზღვრა.
I საკითხთან დაკავშირებით დაადგინეს: საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაში
შემავალ საგნებში წლიური ქულების გამოანგარიშება მოხდეს საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ- ის
მუხლი 564. 34-ე მუხლით ქულების გამოანგარიშების წესით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობების „ბ“
პუნქტის შესაბამისად:
ბ) მოსწავლის 2019-2020
სასწავლო წლის I სემესტრის
ქულის და 2019-2020 სასწავლო
წლის II სემესტრის პირველი ექვსი
კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის
და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის
შეფასების (იმ შემთხვევაში,
თუ სკოლას აქვს დისტანციური
გამოკითხვის შესაძლებლობა)
საფუძველზე მიღებული შეჯამებული ქულის
საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
II საკითხთან დაკავშირებით დაადგინეს:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის ბრძანება №62/ნ- ის მუხლი
566. -შესაბამისად საგნების გეოგრაფიის, ისტორიისა და
სამოქალაქო განათლების სავალდებულო შემაჯამებელი დავალებების რაოდენობად ყველა
კლასში (X,
XI, XII კლასებში) განისაზღვროს
- ერთი შემაჯამებელი დავალება.